მეუფე იოანე - სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, იმ დღეს მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, საფლავებზე გასვლაც შესაძლებელი იქნება, რადგან შეზღუდვები 21 აპრილამდეა დაწესებული.

"რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია. ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ", - განაცხადა მეუფე იოანემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის