ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, რომელიც კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკაში ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან შევიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაიამ განუცხადა, პაციენტი კლინიკიდან უკვე გაეწერა და შიდა იზოლაციას ანაკლიის საკარანტინე ზონაში გაივლის.

„ქალბატონი ჩვენთან ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან შემოვიდა. მას მოსკოვში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. პაციენტს იმ დღესვე დაუდასტურდა COVID 19 და მკურნალობა უტარდებოდა, რომელიც საუკეთესო შედეგით დასრულდა. მას ლუგარის ლაბორატორიაში 24 საათის განმავლობაში ორი ტესტირება ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც პაციენტს COVID 19 აღარ აღმოაჩნდა. ავადმყოფი გამოჯანმრელდა და ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერა. რადგან ის ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია, გადასვლა ვერ შეძლო და 14 დღიან შიდა იზოლაციას ანაკლიის საკარანტინე ზონაში გაივლის. საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იმყოფება, ორი ინფიცირებული გვყავდა. ორივე მათგანი ჩვენთან გამოჯანმრთელდა და სახლშია გაწერილი“, - განაცხადა ბასილაიამ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია