მიხეილ სააკაშვილი - "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო - იმედია, ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფაქტის სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ბიბლიოთეკის საქმიანობა ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების თვალსაზრისით ძალიან გააქტიურდა, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის "მფლობელებს" აღიზიანებს.

„დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის"პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო. "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა" ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის "მფლობელებს"! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ, რა მოხდა ზუსტად“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ცეცხლი 15 კვადრატულ მეტრზე საოფისე ინვენტარს ეკიდა. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის