მარინა ეზუგბაია - დღეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ დამატებულა - გვყავს ორი კრიტიკულთან მიახლოებული პაციენტი, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ დამატებულა. გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს ტესტირება კლინიკაში მყოფ ერთ საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტს ჩაუტარდება.

„46 პაციენტი გვიწევს. აქედან 45 არის დადასტურებული შემთხვევა . ერთი არის შესაძლო, ანუ საეჭვო შემთხვევა, რომელიც თვითდინებით მოვიდა და მას ტესტირება ჩაუტრდება. ამ 45-დან ორი კრიტიკულთან მიახლოებული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილურებულია, დაავადება აღარ პროგრესირებს. ეს ნიშნავს, რომ კეთილსაიმედო გამოსავალი უნდა იყოს ორივესთან. მძიმე პნევმონიით გვყავს 14 პაციენტი. ისინი ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარებიან,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, კლინიკაში ამ დროის მონაცემებით 7 მოზარდი მკურნალობს.

„მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით, მათთან დაავადება არ პროგრესირებს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

50 გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვაქვს. დღეს ახალი არ დამატებულა. 4-5 პაციენტთან მონიტორინგი წარმოებს გამოჯანმრთელების თვალსაზრისით, თუმცა მათ 24 საათის შემდეგ განმეორებითი ტესტირება სჭირდებათ," - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დღეს არ დამატებია - მარინა ეზუგბაია

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია