დონალდ ტრამპი - ხელს ვაწერ განკარგულებას, ამერიკაში იმიგრაციის დროებით შეწყვეტის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე ის აპირებს, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რითაც ქვეყანაში მიგრანტების მიღება დროებით შეწყდება.

„უხილავი მტრის მიერ განხორციელებული შეტევის ფონზე, ასევე ჩვენი დიდებული ამერიკის მოქალაქეების სამუშაო ადგილების დასაცავად, ხელს ვაწერ განკარგულებას, რომლითაც აშშ-ში იმიგრაცია დროებით შეწყდება,“- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრ სახლს ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. უცნობია ისიც, თუ რა პერიოდით შეწყდება აშშ-ში მიგრანტების მიღება.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 784 599 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია - 42 138 ადამიანი. მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უმუშევრობის სოციალური დახმარების სამსახურებს 22 მილიონამდე ამერიკელმა მიმართა.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპი - ხელს ვაწერ განკარგულებას, ამერიკაში იმიგრაციის დროებით შეწყვეტის შესახებ

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია