რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნილა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, მათთან საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვები არ მოხსნილა.

კითხვაზე, კახეთის მსგავსად, საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მოსახლეობას მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების საშუალება მიეცემა თუ არა, არჩილ ჯაფარიძე პასუხობს, რომ აღნიშნულის მსურველები მათ ინდივიდუალურად უკავშირდებიან.

„ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, შეზღუდვები არ მოხსნილა, საჭიროებისამებრ გვიკავშირდებიან მსხვილი ფერმერები და ინდივიდუალურად ეძლევათ გადაადგილების საშუალება. კახეთში სხვა მოცემულობაა, რაჭაში მაგალითად, აბსოლუტურად - სხვა. აქ შორ მანძილზე არ უწევთ გადაადგილება, აქ მოსახლეობას თავიანთი ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები ახლოს აქვთ. ჩვენთან საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარების პრობლემა არავის არ ექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით შეღავათები არ დაგვიწესებია, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ცნობილია, კახეთის მუნიციპალიტეტებში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა.

მუნიციპალიტეტების მერიის ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა