გიგა ბოკერია სოფო კილაძეს - შავრაზმული თემებით სპეკულირებას რატომ არ ამთავრებთ?

ქალბატონ კილაძეს ვერ გავექცევი, საარჩევნო კამპანია არ უნდა იყოსო და ახლაც შავრაზმული თემებით სპეკულირებას რატომ არ ამთავრებთ?- ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის დღევანდელ გამოსვლას.

მისივე თქმით, არ არის ნორმალური, რომ „რელიგიური საბაბით ფანატიკოსებს ქვეყანა მძევლად ჰყავდეთ“.

„ახლა რომელიმე პარტიამ რომ თქვას, რომ მისი ლიდერი არის მისი რელიგიური კერპი, პარლამენტის წინ რომ შეიკრიბონ, დალოცონ ეს კერპი და მერე ერთი სასმისით დალიონ ღვინო, უნდა დავაჯარიმოთ თუ არა, არის ეს დარღვევა თუ არა? აბა ჩვენ გვიტევთ კიდევ ამ თემით? იმის მაგივრად ერთად გვქონდეს გზავნილი, ხალხო ამას ნუ შვებით, აქ კამპანიას ეწევით შავრაზმულს? ეს ნორმალურია ახლა? ვეკითხები პრეზიდენტსაც და პარლამენტის თავმჯდომარეს - ნორმალურია რელიგიური საბაბით ფანატიკოსების მიერ მთელი ქვეყნის მძევლად ყოფნა? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ეს აბსურდი, მანქანებით გადაადგილება იმიტომ აკრძალეთ, რომ პოლიტიკური ნება არ გეყოთ, ეს ხომ ყველამ ვიცით? არ უნდა დარჩნენ სახლში, ერთი სასმისით უნდა დავლიოთ მე და თქვენ ახლა? სირცხვილია ეს ყველაფერი,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა