ირმა ნადირაშვილი სოფო კილაძეს - გთხოვთ, ნუ აყვედრით თქვენს ხელფასებს ადამიანებს, თქვენ გაქვთ ნიჭი და დარწმუნებული ვარ, ამ თანხებს მალე ამოიღებთ, როგორც ეს არაერთხელ გიქნიათ

ქალბატონო სოფიო, გთხოვთ, ნუ აყვედრით თქვენს ხელფასებს ამ ადამიანებს, თქვენ გაქვთ ნიჭი და დარწმუნებული ვარ, ამ თანხებს მალე ამოიღებთ, როგორც ეს არაერთხელ გიქნიათ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტარ სოფო კილაძის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც კილაძემ ოპოზიციას მიმართა, რომ „რაიმე ქმედითი გაეკეთებინათ და ხელფასი მაინც გადაერიცხათ გაჭირვებული ადამიანებისთის“.

ნადირაშვილის თქმით, „ევროპული საქართველო“ ბოლო პერიოდის განმავლობაში 600-მდე ოჯახს დაეხმარა, თუმცა ამის აფიშირება არ მოუხდენიათ.

„შეზღუდვების გამოცხადებიდან დღემდე „ევროპულმა საქართველომ“ დახმარება გაუწია 600-მდე ოჯახს და ამას ვაკეთებდით აფიშირების, კამერების გარეშე და რომ არა ქალბატონი სოფიოს ძალიან როყიოდ წამოსროლილი ბრალდება და მოწოდება ამ ტრიბუნიდან ხელფასების თაობაზე, ახლაც არ ვაპირებდით ამის თქმას. თქვენ, ქალბატონო სოფიო, გთხოვთ, ნუ აყვედრით თქვენს ხელფასებს ამ ადამიანებს, თქვენ გაქვთ ნიჭი და დარწმუნებული ვარ, ამ თანხებს მალე ამოიღებთ, როგორც ეს არაერთხელ გიქნიათ“,- განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობას პარლამენტი „თავისი სანოტარო კანტორა“ გონია და „ევროპული საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ დაუჭერს.

„დავუჭერდი ამ გადაწყვეტილებას მხარს ერთადერთ კითხვაზე რომ მიმეღო პასუხი, როგორ აპირებთ, რომ ადამიანებმა შეძლონ და ოჯახებს უყიდონ პური. მაგრამ დღეს გვაქვს ვითარება, რომ აღმასრულებელ გუნდს პარლამენტი ჰგონია თავისი სანოტარო კანტორა, რომელსაც ეტყვის, რომ დაუჭირე მხარი და ზეგ მოვალთ და მოგიყვებით, რას ვაპირებთ. მე არ ველოდები, რომ თქვენი გეგმა იქნება რეალური დახმარება იმ ხალხისა, ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც ძლივს გააქვს თავი, ამიტომ, ცხადია, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს ვერ დაუჭერს“,- განაცხადა ნადირაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო