ანა დოლიძე - ჩვენი მთავარი პრობლემა კორონავირუსის შემდეგ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება

კორონას ჟამიანობის პირობებში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა - ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი , - ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე საგანგებო მდგომარეობის დროს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.

"კორონას ჟამიანობის პერიოდში საქართველოში ორი მთავარი კლასტერი ჩამოყალიბდა - ერთი არის კანონმორჩილი ადამიანები, რომლებიც დიდი შეზღუდვების და დისკომფორტის მიუხედავად, ზრუნავენ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის. მეორე კი პრივილეგირებული მოქალაქეების ნაწილი. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ჩვენი ჩინოვნიკები, რომლებიც რეგულაციებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული შეღავათებით სარგებლობენ.

საინტერესოა, თუ არსებობს ფოტო ერთი უმაღლესი დონის ჩინოვნიკის, რომელიც ტელევიზიით გვიდგენს რეგულაციებს, ფეხით რომ გადაადგილდება სურსათის მოსატანად და ფეხით მიდის სამსახურში. მაგალითად, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პრემიერი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე.

მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავაკრიტიკე რეგულაციის დარღვევისთვის, როდესაც მან ავტომობილში ჯდომის წესი დაარღვია. მაგრამ, როგორც ოფიციალურად განმარტავენ, ეს კლასტერი არ ექვემდებარება იმ წესებს და შეზღუდვებს, რომელიც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ. მათ ჰგონიათ, რომ შეზღუდვების ზევით დგანან. ჩვენი მთავარი პრობლემა კოვიდის შემდეგ სწორედ ამ პრივილეგირებული ხალხის კლასტერი იქნება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამასთან დოლიძე საუბრობს ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვაზე და აღნიშნავს, რომ მოქალაქეები ვერ ახერხებენ სასურსათო მაღაზიებში და აფთიაქებში სიარულს.

"ხელისუფლების მიერ ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს. მათ არ გაითვალისწინეს მდგომარეობა იმ ხალხისა, რომლებიც არ არიან ქალაქში. მე მწერენ დუშეთიდან, ბეთანიიდან, წავკისიდან, მათი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ფეხით სავალ მანძილზე არ არის სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, რაც ძალიან დიდ სირთულეებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო