ხათუნა ზახაშვილი - გარეთ უნდა ისეირნოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია - არ არის საჭირო ჯგუფებად სიარული

დიახ, გარეთ უნდა ისეირნოთ, უნდა იყოთ სუფთა გარემოში და ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები დისტანცირებული იყოთ სხვა ადამიანებისგან. რაც უფრო მეტი იქნება დისტანცია, მით უფრო დაცულად შეგიძლიათ ჩათვალოთ თავი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ღია სივრცეებში რისკი უფრო ნაკლებია, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა აუცილებელია.

„გაჩნდა რაღაც-რაღაც ნაშრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ თითქოს სუფთა ჰაერზე სეირნობაც არ არის უსაფრთხო, განსაკუთრებით აქცენტირებული იყო სხვადასხვა ტიპის გარე აქტივობები. თითქოს როდესაც ადამიანები დარბიან ქუჩაში, ან რეკრეაციულ ზონაში ან ველოსიპედებით გადაადგილდებიან, საფრთხეები შეიძლება შეიქმნას და დისტანცია უფრო დიდი უნდა იყოს ვიდრე ჩვეულებრივ არის რეკომენდირებული - 2 მეტრზე მეტი. თუმცა იმის მტკიცება, რომ ჰაერზე სეირნობას ზარალი მოუტანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ეს გამხდარიყო ვირუსის გავრცელების ინტენსიური წერტილი, არსად წამიკითხავს. ფაქტია, რომ ღია სივრცეებში ანუ გარეთ ყოფნისას რისკი არის შემცირებული, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი და რაც უფრო მეტი იქნება დისტანცია, მით უფრო დაცულად შეგიძლიათ ჩათვალოთ თავი. ყოველშეთხვევაში, გარეთ სეირნობის გარეშე, ალბათ, ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ, ეს აუცილებელიც არის მათი ჯანმრთელობისთვის. დიახ, გარეთ უნდა ისეირნოთ, უნდა იყოთ სუფთა გარემოში და ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენ და თქვენი შვილები დისტანცირებული იყოთ სხვა ადამიანებისგან. გარეთ ყოფნის დროს არ არის საჭირო ჯგუფებად სიარული და ერთმანეთთან მჭიდროდ დგომა,“- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა