ხათუნა ზახაშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს - გამოიყენეთ პირადი დაცვის საშუალებები, სტანდარტულად ყველგან და ყოველთვის, ყოველ პაციენტთან ურთიერთობის დროს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დღეისათვის დაავადებულთა შორის ქვეყანაში ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლები 7.8%-ს შეადგენენ.

მისი თქმით, ეს ბევრად უფრო დაბალია ვიდრე სხვა ქვეყნებში, თუმცა ზახაშვილის პროგნოზით, ეს რიცხვი გაიზრდება.

„დღესათვის დაავადებულთა შორის ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლები 7.8%-ს შეადგენენ. ეს ბევრად უფრო დაბალია ვიდრე სახვა ქვეყნებში არის ხოლმე აღრიცხული, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენთან დაავადებულთა ძალიან დიდი რაოდენობა არ არის აღრიცხული და შეიძლება მომავალში მოიმატოს ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა შორის შემთხვევათა რიცხვმა და მოიმატებს კიდევაც.

ექიმები და სამედიცინო საზოგადოება ჩვენი პოპულაციის ნაწილია. ისინი ავადდებიან, რა თქმა უნდა, სამედიცინო მომსახურების მიწოდების შედეგად და ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობების შედეგად და ამაში უჩვეულო არაფერი არ არის.

ამიტომ მე მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მათ, გამოიყენეთ პირადი დაცვის საშუალებები, სტანდარტულად ყველგან და ყოველთვის, ყოველ პაციენტთან ურთიერთობის დროს. ამით თქვენ დაიცავთ თქვენს ჯანმრთელობას, თქვენს პაციენტებს და დაიცავთ იმ წესსა და რიგს, რაც დაკანონებულია და საჭიროა პაციენტთან ურთიერთობის დროს“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს