ხათუნა ზახაშვილი - გავუძლოთ ამ დიდ ომს კორონას წინააღმდეგ და ამ ომიდან ყველანი ერთად გამარჯვებულები გამოვიდეთ

გავუძლოთ ამ დიდ ომს კორონას წინააღმდეგ და ამ ომიდან ყველანი ერთად გამარჯვებულები გამოვიდეთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ზახაშვილის თქმით, ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი პასუხი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში სიკვდილიანობის შესახებ არ აქვს, თუმცა ზოგადად, კორონავირუსი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

„არის მონაცემები, რომ ზოგადი სიკვდილობის ტენდენცია იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსული ავადობის მაღალი რიცხვები რეგისტრირდებოდა, მომატებულია; რომ ჭარბი სიკვდილობა ამ ქვეყნებში გაზრდილია, რაც უკავშირდება კორონავირუსს. ერთი რამ ცხადია, რომ კორონავირუსული ინფექცია ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც მაღალი გავრცელებაა, იწვევს ჭარბ სიკვდილობას და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მხრივ კორონავირუსმა დიდი ომი გამოუცხადა კაცობრიობას. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ამბობენ ქართველები ბრძოლებს იოლად ვიგებდით, ომში ცოტა გვიჭირდა. გავუძლოთ ამ დიდ ომს კორონას წინააღმდეგ და ამ ომიდან ყველანი ერთად გამარჯვებულები გამოვიდეთ“,-განაცხადა ზახაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა