ვახტანგ კალოიანი - რამდენად გაგვიმართლებს ვნახოთ, მაგრამ მარნეულში დღევანდელი მასობრივი შეკრებით, ვირუსის გავრცელების რისკები ნამდვილად გაიზარდა

„ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, მარნეულში გამართული საპროტესტო აქციის შედეგად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს.

როგორც მან „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მოსახლეობის აღშფოთება გასაგებია, თუმცა არსებული წესები მხოლოდ წესებისთვის არ არის.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად საჭიროა გონივრული ფიზიკური დისტანცირება. კალოიანის თქმით, დისტანციის დაცვა ყველასთვის მნიშვნელოვანია.

„დიახ, ვირუსის გავრცელების საფრთხე, შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს, მათ შორის, მარნეულში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხანია ჩვენ იქ ვირუსის ბევრი ახალი შემთხვევა არ გვაქვს. ბოლნისში მეტი შემთხვევებია, მარნეულში კონკრეტულად არ არის. დიახ, საზოგადოებრივმა თავშეყრამ, შეიძლება, ეს რისკები ნამდვილად გაზარდოს. რამდენად გაიზრდება და რამდენად გაგვიმართლებს ამჯერადაც, ვნახოთ, მაგრამ რისკები ნამდვილად გაიზარდა დღევანდელი მასობრივი შეკრებით“, - განაცხადა კალოიანმა.

მისივე თქმით, ის შეზღუდვები, რაც ვირუსის პრევენციისთვის ქვეყანაში დაწესდა, ძალიან ეფექტურია. ამასთან კალოიანის თქმით, კარგი იქნება, თუ წარმოდგენილი იქნება სრული ინფორმაცია არსებული სტრატეგიის შესახებ.

„საინტერესოა, რეალურად რა რესურსი გვაქვს სამედიცინო სისტემაში, რა მასშტაბის გავრცელება გვაქვს, რა რესურსი გვაქვს, რა გეგმებია რისკ-ჯგუფების კვლევებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია თითქოს არსებობს, მაგრამ რეალურად, დაწერილი, დოკუმენტის სახით ხელმისაწვდომი არ არის“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

იხილეთ ვიდეო: "შეიძლება ვირუსის გავრცელების საფრთხე კვლავ გამოჩნდეს, მათ შორის მარნეულში" - ვახტანგ კალოიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო