უკრაინამ რუსეთის რეზოლუცია სანქციების გაუქმების თაობაზე კიდევ ერთხელ დაბლოკა

უკრაინამ კიდევ ერთხელ დაბლოკა რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი სასანქციო რეჟიმების გაუქმების თაობაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებით, რუსეთი კვლავაც ცდილობს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღოს მანიპულაციური რეზოლუცია კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საფარველქვეშ. მისი თქმით, რუსეთმა 22 აპრილს კვლავ გამოიტანა დასამტკიცებლად რეზოლუციის პროექტი, რომლის კორექტირება მოხდა, მაგრამ მისი მანიპულაციური შინაარსი არ შეცვლილა.

კულებას განცხადებით, უკრაინა მხარს ვერ დაუჭერდა ასეთ რეზოლუციას და ის დაბლოკა.

„ჩვენ მომავალშიც დავბლოკავთ რუსეთის მცდელობებს, დაარღვიოს სასანქციო რეჟიმები. პანდემიასთან ეფექტურად საბრძოლველად მსოფლიომ რეალური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომელსაც პრაქტიკული სარგებელი ექნება“ , - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, 3 აპრილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა ასევე არ დაუჭირეს მხარი რუსეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც მსოფლიოში დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა