ვახტანგ კალოიანი -  ჩვენ არ ვიცით რეალური სტატისტიკა ქართული სამედიცინო დაწესებულებებიდან, არ ვიცით პაციენტების სიმძიმე, არ ვიცით კლინიკური კრიტერიუმები, რითაც ისინი კლინიკაში არიან მოთავსებული

ჩვენ არ ვიცით რეალური სტატისტიკა ქართული სამედიცინო დაწესებულებებიდან ,- ამის შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უცნობია, კლინიკური კრიტერიუმები, რითაც პაციენტები კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

„ჩვენ არ ვიცით რეალური სტატისტიკა ქართული სამედიცინო დაწესებულებებიდან. ჩვენ არ ვიცით პაციენტების სიმძიმე, არ ვიცით ის კლინიკური კრიტერიუმები, რითაც ისინი კლინიკაში არიან მოთავსებულნი. დღესდღეობით არ არსებობს ოფიციალური ციფრები იმ კონტიგენტის შესახებ, რომელიც დღეს ჰოსპიტალშია მოთავსებული. ხაზს ვუსვამ, არანაირად არ ვაყენებ ეჭვის ქვეშ არც ჩვენი კოლეგების ძალიან მაღალ კვალიფიკაციას, არც ეჭვი შემაქვს მათ პროფესიულ თუ ადამიანურ გმირობაში, რასაც ისინი ყოველდღე ჩადიან. პროფესიული ეთიკა, პროფესიული წესები ითხოვს გარკვეული ინფორმაციის, გარკვეული პერიოდულობით გამოქვეყნებას, მეტი არაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ციფრებშიც საიმედო და კარგ ინფორმაციას გავიგებთ, მაგრამ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს სქემა. ჩვენ ვიცით პრემიერ ჯონსონის სისხლში ჟანგბადის შემცველობა საათობრივად, ვიცით რა შეიცვალა „იელის“ უნივერსიტეტში გუშინ საღამოს, მაგრამ არ ვიცით რა ხდება საქართველოში.

ჩვენ გვჭირდება ქართულ ჰოსპიტალურ სექტორში გატარებული პაციენტების რაციონალური, სამეცნიერო, არაანგაჟირებული, არაპოლიტიზირებული ანალიზი. ჩენ გვჭირდება კლინიკურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული თემატური დესკრიფციული სტატისტიკით აღწერილი კლინიკური სურათი, რაც უდიდესი გამოცდილება იქნება იმ ხალხისთვისაც, ვინც არ არის ჩართული ამ თემაში და აქვს შანსი, რომ ნებისმიერ წამს ჩაერთოს და ზოგადად სამყაროსთვისაც. გარწმუნებთ, ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ღირებულია, ისევე როგორც კანადის გამოცდილება, ინგლისის გამოცდილება. ჩვენი გამოცდილებაც ღირებულია, ამას აქვს მისი ძალიან სოლიდური წონა, უბრალოდ ეს უნდა ვიცოდეთ და ამას უნდა მივცეთ შესაბამისი სამეცნიერო ფორმა“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მისი თქმით, გვყავს 700 პაციენტი, მაგრამ „არ ვიცით, არც სიმძიმე, არც ჰოსპიტალში ყოფნის ჩვენება, არც მათი სტატისტიკა.

„ყველა კლინიკა, ყველა დაწესებულება მსოფლიოში, ვისაც კი შეხება აქვს ამასთან, თავს ვალდებულად თვლის, რომ ამასთან მიმართებით გარკვეული შრომები გამოაქვეყნოს. თუნდაც დესკრიფციული სტატისტიკით აღწრილი. გარკვეული მონაცემები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში, ჩვენთვის პროფესიონალებისთვის. ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, როდესაც კითხვები ჩნდება, მთლად ეფექტური და მართებული არ მგონია. დიახ, ეს კარგი შედეგია, მაგრამ ვსვამ მარტივ შეკითხვას, რაზეც ძალიან მინდა მივიღო კვალიფიციური პასუხი და არა პოლიტიკურ ანგაჟირებაში დადანაშაულება. რამდენ პაციენტს ჰქონდა ჰოსპიტალიზაციის ჩვენება ამ პერიოდში და რა იყო ეს ჰოსპიტალიზაციის ჩვენება. ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. თქვენ თუ მაჩვენებთ ერთ სტატიას მაინც, ერთ ანალიტიკურ აღწერას ჩვენი პაციენტებისა, რომლებიც მკურნალობენ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. მე ამას ვერ მივაგენი. ის, რაც გავიგე ჩემი კოლეგიდან ტელეფონით ან თუნდაც მიმოწერით, ეს არ არის სერიოზული მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სისტემატიზება და ანალიზი“,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება პრეპარატ პლაქველინს, მისი განცხადებით, აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებობდა გარკვეული იმედები, თუმცა ეს ენთუზიაზმი ნედლება.

„რაც შეეხება კონკრეტულად პრეპარატ „პლაქველინს“, დიახ,“პლაქველინთან“ დაკავშირებით მთელს მსოფლიოში იყო ძალიან დიდი ენთუზიაზმი, რომ მას ექნებოდა მნიშვნელოვანი როლი, ენთუზიაზმი ნელდება. მაგალითად, კვირაში, დაახლოებით 380 სტატია იბეჭდება კოვიდინფექციის მკურნალობასთან დაკავშირებით. ანუ, კითხვები აქ მეტია, ვიდრე პასუხები, სამწუხაროდ. კითხვების დასმა და რაც მნიშვნელოვანია პროფესიულ ფორმატებში ამის განსჯა, ძალიან მნიშვნელოვანია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთგვარი, ძალიან არასასიამოვნო პოლემიკა კონკრეტულად „პლაქველინთან“ დაკავშირებით იქნება ერთგვარი მოტივატორი და კატალიზატორი იმის, რომ ჩვენ დავიწყოთ პროფესიული მსჯელობა ამ საკითხზე და მინიმუმ გავიგოთ, რეალური ინფორმაცია, რა ხდება ჰოსპიტალურ სივრცეში“, - განაცხადა კალოიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა