მაიკ პომპეო - მნიშვნელობა არ აქვს ვინ მართავს ჩრდილოეთ კორეას, ჩვენი მიზანი უცვლელია

ვინც არ უნდა მართავდეს ჩრდილოეთ კორეას, აშშ-ის მიზანი ერთია, მისი დენუკლეარიზაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კიმ ჩენ ინის გაუჩინარების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. პომპეოს ასევე ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა კიმ ჩენ ინის დასთან დაკავშირებით, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შემთხვევაში, ქვეყანას უხელმძღვანელებს.

„მე მას რამდენჯერმე შევხვდი, თუმცა ამოცანა იგივეა - მიზანი უცვლელია, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩრდილოეთ კორეის მმართველი. მათ უნდა მოახდინონ დენუკლეარიზაცია“,-აღნიშნა პომპეომ.

ცნობისთვის, ბოლო დღეების მანძილზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი არ გამოჩენილა. მედიის ინფორმაციით, იგი გულის ოპერაციის შემდეგ, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს