თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კორონავირუსზე კვლევა 58 ადამიანს ჩაუტარდა და ყველას პასუხი უარყოფითია

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე 58 ადამიანი შეამოწმეს, მათ შორის სამედიცინო პერსონალის 23 თანამშრომელი და ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხია მიღებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 20 პაციენტი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, ხოლო ნაწილი - პროფილურ კლინიკებში.

„ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტი წევს. გუშინ კვლევაზე 58 ანალიზი იყო გაგზავნილი, აქედან 8 წინა დღის, დაგვიანებული კვლევა იყო და პასუხი არ გვქონდა. კვლევა ჩაუტარდა 23 თანამშრომელს და დანარჩენ პაციენტებს. ყველაზე უარყოფითი პასუხია მიღებული. 20 პაციენტი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, ნაწილი კი, პროფილურ კლინიკებში“,-აცხადებს ბექაია.

მისი თქმით, გაცემულია რეკომენდაცია, რომ სამედიცინო პერსონალს 14 დღეში ერთხელ კვლევა ჩაუტარდეს.

„რეკომენდაციაა, რომ მედპერსონალზე კვლევა 14 დღეში ერთხელ ჩატარდეს. 23 ადამიანი ეს არის ის პერსონალი, რომელიც კლინიკაში ყოველდღიურად მოძრაობს. 14 დღიანი ვადა 30 აპრილს დასრულდება და 30 აპრილს მორიგე პერსონალს ტესტს აუღებენ. თუ ვინმესთან არის კლინიკური გამოვლინება ან სიცხე, დროთა განმავლობაში ვიკვლევთ, მაგრამ, ამ ეტაპზე მორიგე პერსონალთან მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. ყველა პასუხია მიღებული და დაწყებულია ახალი მიღებული პაციენტების კვლევა. ტესტის აღება დღის 14:00სთ-დან იწყება. ამ დრომდე კლინიკაში რამდენი პაციენტიც შემოვა, ყველას ტესტს აუღებენ,“- განაცხადა ბექაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა