ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დატოვებს, ხვალ კი შესაძლოა, კიდევ 17 გაეწეროს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი სუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკიდან ხვალ განმეორებითი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კიდევ 17 პაციენტი გაეწერება. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს.

„რაც ჩვენ გავიხსენით და ქვეყანას ვემსახურებით კოვიდინფექციასთან დაკავშირებით, დაახლოებით 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო შემოყვანილი, აქედან 119 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა.

ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული. 8 პაციენტი ეწერება კლინიკიდან. პირველადი უარყოფითი პასუხი მოსულია დაახლოებით 17. ველოდებით განმეორებით გაგზავნას ლუგარის ლაბორატორიაში და თუ ხვალ მოვიდა კიდევ 17 უარყოფითი პასუხი, ხვალ უკვე დატოვებს 17 პაციენტი კლინიკას. მათგან ყველა პაციენტს, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით არანაირი გამოვლინებები არ უვლინდებათ.

რეანიმაციაში გვყავს 8, აქედან 7 არის მართვით სუნთქვაზე. ერთი, რომელიც არის 67 წლის მამაკაცი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ. მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მისი სიმძიმე გამოწვეულია კოვიდინფიცირებს გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით. ვინაიდან ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ არ არის მასთან კოვიდინფექცია. მისი დამძიმების მიზეზი არის ქრონიკული გულის უკმარისობა, ფილტვ-გულის უკმარისობა და ასევე ამ ეტაპზე კლინიკურად სახეზეა სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სიმპტომი, ფილტვის მწვავე უკმარისობა. დანარჩენი პაციენტები რომლებიც აგრძელებენ რეანიმაციაში მკურნალობას, მათი მდგომარეობა ბოლო 24 საათში მეტ-ნაკლებად დადებითია“,- განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ სამ მოზარდს, ლევან რატიანის თქმით, დღეს მათი პირველადი ანალიზი იგზავნება, ხოლო ტესტზე ორჯერ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.

„ამ ეტაპზე გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, „გუშინ კლინიკად გაწერა ერთი მედპერსონალი, რომელიც გადმოყვანილი იყო სხვა კლინიკიდან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა