ჯანდაცვის მინისტრი - განცხადება, რომ ჩვენი მედიკოსები „პლაქვენილს“ იყენებენ მსუბუქ შემთხვევებზეც, სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის და ინფორმაცია თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ის გამოხმაურება, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და საჭიროებისამებრ. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილებასაც და ასევე კარგად ვიცნობთ იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ მედიკამენტს გააჩნია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ დაწესებულებებში მედიკამენტების გაძვირებაზე და 1 ლარიან პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 3 აპრილიდან ამოქმედებულია 1 ლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა და ყველა იმ პაციენტს, რომელსაც ქრონიკული დაავადებები გააჩნია შეუძლია დაუყონებლივ ისარგებლოს ამ ახალი პროგრამით.

„ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს დავაიდენტიფიცირეთ ამ პროგრამის პრობლემატიკა და მოსახლეობას არაერთხელ განვუმარტეთ, რომ ვმუშაობდით ახალ პროგრამაზე. 3 აპრილიდან ამოქმედებულია 1- ლარიანი მედიკამენტების ალტერნატიული პროგრამა და ყველა იმ პაციენტს, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება შეუძლია დაუყონებლივ ისარგებლოს ამ ახალი პროგრამით, რომელიც ეფუძნება როგორც ელექტრონულ რეცეპტს, ასევე მკაცრად კონტროლდება ექიმების მხრიდან,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს