საპროტესტო აქციის გამართვის გამო, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვის გამო, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს. სამართალდამცველების განცხადებით, მათ ადმინისტრაციული სახდელი იმის გამო დაეკისრათ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის მერვე მუხლი დაარღვიეს.

საპატრულო პოლიციის მოქმედებას აქციის რამდენიმე წევრის მხრიდან უთანხმოება და შეხლა-შემოხა მოყვა.

სამართალდამცავების თქმით, აქციის მონაწილეებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრები აქციას მართავდნენ. ისინი საგანგებო მდგომარეობას და მის გახანგრძლივებას აპროტესტებდნენ. „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს. მისივე თქმით, „ექიმებიც პოლიტიკური შოუსთვის არიან გამოყენებული“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო