გიორგი კახიანი - სწორედ შეზღუდვებმა და ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა სწორმა ქმედებებმა გამოიღო ის შედეგი, რომ ვირუსის გავრცელების ხარისხი საქართველოში არის დაბალი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, არსებულ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელი იყო, „რადგან სწორედ შეზღუდვებმა გამოიღო ის შედეგები, რაც გვაქვს“.

როგორც კახიანმა განაცხადა, აუცილებელია გაგრძელდეს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ და ეს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებშია შესაძლებელი.

„მგონი, ყველა ვხვდებით, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ამ ვითარებაში იყო აუცილებელი, იმიტომ, რომ სწორედ იმ შეზღუდვებმა და ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა სწორმა ქმედებებმა გამოიღო ის შედეგი, რაც გვაქვს. შედეგი არის ის, რომ ვირუსის გავრცელების ხარისხი საქართველოში არის დაბალი. რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა და სწორი ქმედებები იმისათვის, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ ვირუსი. ეს მოქმედებები გრძელდება და ეს ყველაფერი შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ ვითარებაში“,- განაცხადა კახიანმა.

კახიანი, ასევე, ამერიკული გამოცემა The Washington Times-ის მიერ ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინტერვიუს გამოქვეყნებასა და გამოცემის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებულ ქვეყნად დასახელების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის ხელისუფების მიერ განხორციელებული სწორი ქმედებების შედეგი.

„ყველასთვის საამაყო უნდა იყოს ის, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისა და პრესის ყურადღების ცენტრშია და სახელდება, როგორც ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის წარმატება. ეს არის ხელისუფების მიერ განხორციელებული სწორი ქმედებების შედეგი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს გვაიმედებს და გვაფიქრებინებს, რომ ერთობლივი ძალით დავძლევთ ამ კრიზისს“,- განაცხადა კახიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა