გია ვოლსკი - სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება, „ნაცმოძრაობის“ კლასტერს შეუერთდა

სამწუხაროა, რომ ზოგერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება, „ნაცმოძრაობის“ კლასტერს შეუერთდა და ქვეყნის და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა დავიწყებული აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაგზავნილ ღია წერილს. მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესებში არჩევნების ჩატარება არ შედის.

„ეს თემა, რომ პოლიტპატიმარია ადამინი, რომელმაც ათეულობით მილიონი თანხა მოპარა ბიუჯეტს, ან თუნდაც, ადამიანები, ვინც ორგანიზებულად უტევდნენ პარლამენტს, რათა შიგნით შემოჭრილიყვნენ, არის წამოწეული და კვლავ ძველ თემას ვუბრუნდებით. მითქვამს და გავიმეორებ, მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს და ამ შემთხვევაში ეს პოლიტპატიმრების თემა იქნება წინ წამოწეული მიზეზი. ეგონათ, რომ კომპრომისი არ იქნებოდა ჩვენგან დაშვებული. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, კომპრომისი დავუშვით და იმის პერსპექტივა, რომ მათ რაიმე პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვონ, არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული. სამწუხაროა, რომ ზოგერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება, „ნაცმოძრაობის“ კლასტერს შეუერთდა და ქვეყნის და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა დავიწყებული აქვთ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავენ. ოპოზიციური ძალები პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენონ.

წერილს ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ , „სამოქალაქო მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, „ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ვემსახურები საქართველოს“, „საქართველო ლიდერთა შორის“, „მოძრაობა სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, „გამარჯვეული საქართველო“, „ახალი საქართველოსთვის“, დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს