კახა კალაძემ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ონლაინშეხვედრა გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან ონლაინშეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა პრობლემები შეექმნა სამშენებლო ბიზნესს კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

„თქვენი მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ისე ადამიანების დასაქმების მიმართულებით. შესაბამისად, გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, თუ რა პრობლემებს აწყდებით დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა იმყოფება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში და დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები“, - მიმართა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.

მერიის ცნობით, შეხვედრა, რომელსაც 30-მდე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და კახა კალაძემ დეველოპერებს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური დახმარება აღუთქვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა