ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზ სმიტთან ვიდეო-შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასტინ მაკკენზ სმიტთან დისტანციური წესით, ვიდეო-შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ქეთევან ციხელაშვილმა ბრიტანეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე, ისე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე COVID-19-ის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილი ვითარება, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიდი ბრიტანეთის ჩართულობის და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ბრიტანეთისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას კონფლიქტის მოგვარების საკითხებში.

ქეთევან ციხელაშვილმა ჯასტინ მაკკენზი სმიტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო მინისტრმა და ელჩმა არსებულ საჭიროებებზე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და პერსპექტივებზეც ისაუბრეს. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს