GIAC და ინიციატივა „რეზოლვი“ COVID-19 პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესისთვის კომერციული დავების პრევენციის და მოგვარების პროექტს იწყებს

სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში ბიზნეს კომპანიებს ხშირად უწევთ საქმიანობის ძირეული გარდაქმნა ან შეჩერება, რაც იწვევს უთანხმოებასა და დავებს ბიზნეს პარტნიორებს შორის. როგორც სავაჭრო სამრეწველო პალატიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ევროკავშირი (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ საქართველოს კომპანიებს, დროულად და ეფექტიანად მოაგვარონ კრიზისის ფონზე წარმოქმნილი კომერციული დავები და ნაკლები დანაკარგებით შეინარჩუნონ ბიზნეს საქმიანობა.

მათივე ცნობით, 23 აპრილიდან, სამთვიანი საპილოტე პროექტის ფარგლებში, ყველა სახის ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდება დისტანციური მედიაციისა და ფასილიტაციის მომსახურება. პროექტს ახორციელებენ საქარქთველოს სავაჭრო-სამრწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) და მედიაციის ინიციატივა RESOLVE ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით.

„ამ რთულ დროს ევროკავშირი საქართველოს ყველაზე საიმედო პარტნიორია. ჩვენი ხელშეწყობით კერძო სექტორი შეძლებს გადაარჩინოს ბიზნესი და გადაიტანოს ეკონომიკური შოკი“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

UNDP-ის ხელმძღვნელმა ლუიზა ვინტონის განცხადებით კი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა მეტწილად შეჩერებულია, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის აუცილებლობამ გამოიწვია.

„მაგრამ ადამიანების საარსებო წყაროს გადარჩენა ასევე მნიშვნელოვანია. ონლაინ მედიაცია და ფასილიტაცია მოქნილ და ხელმისაწვდომ მექანიზმს სთავაზობს ქართულ კომპანიებს ბიზნეს პარტნიორებთან წარმოქმნილი დავების პრევენციის, მართვისა და მოგვარებისთვის. ამ რესურსის გამოყენება კერძო სექტორის ფინანსურ დანაკარგებს შეამცირებს, ხოლო ბიზნესში დასაქმებულებს სამუშაო ადგილების შეუნარჩუნებაში დაეხმარება,“- აღნიშნავს ლუიზა ვინტონი.

კომერციული დავების დისტანციურ მოგვარებაში ჩართულები იქნებიან გამოცდილი პროფესიონალები და სერტიფიცირებული მედიატორები, რომლებიც ამ კონფიდენციალურ, მიუკერძოებულ და მოქნილ პროცესს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) მიერ შემუშავებული წესებისა და დისტანციური მედიაციის პროტოკოლების მიხედვით წარმართავენ.

ონლაინ მედიაციისა და ფასილიტაციის მეშვეობით კომპანიები დროულად დაუკავშირდებიან ბიზნეს პარტნიორებს, ერთად განიხილავენ კრიზისის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს და შესაბამის ცვლილებებს შეიტანენ იმ შეთანხმებებსა და კონტრაქტებში, რომელთა შესრულება გართულებულია პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო.

დაინტერესებული კომპანიები ონლაინ განაცხადს წარუდგენენ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) სამდივნოს, რომელიც ადმინისტრირებას გაუწევს მედიაციისა ან ფასილიტაციის პროცესის ინიცირებას. საპილოტე პროგრამის პირობებით სარგებლობა შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებული და რომელთა სავარაუდო ან არსებული დავები კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.

პროექტის საპილოტე ფაზაში ევროკავშირი და UNDP დაფარავენ მედიაციისა თუ ფასილიტაციის ერთ დღის საფასურს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) გაათავისუფლებს მათ თავისი ადმინისტრაციული ხარჯებისგან. ამის შედეგად შემცირდება ბიზნესზე უკვე არსებული ფინანსური წნეხი, ხოლო დავების ონლაინ მოგვარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ონლაინ მედიაციისა და ფასილიტაციის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.giac.ge.

დავების ალტერნატიული მოგვარების განვითარება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომლის მიზანია კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენების გაზრდა, ქართველი მედიატორებისა და არბიტრების პროფესიული განვითარება და საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო