თენგიზ ცერცვაძე -  ყველას მინდა მოვუწოდო, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დაგვიდგეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გარკვეული დროის განმავლობაში ქვეყანაში შენარჩუნდეს, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ ამ ფაქტმა საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს. ამის შესახებ ცერცვაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„COVID 19-ით ინფიცირებულების რაღაც რაოდენობა ქვეყანაში შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს. აი, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება COVID19-თან ერთად“,-განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, ხომ გაიცემა რეკომენდაცია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ცერცვაძემ უპასუხა, რომ თუ მოსახლეობის მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები გაგრძელდება, შესაძლოა, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„ამ ეტაპზე ითვლება, რომ ეს ზომები საკმარისია, რამდენადაც საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი დრამატული არ არის, ევროპასა და ამერიკაში ერთ -ერთი საუკეთესოა. ამიტომ, ზომების შემდგომი გამკაცრება ამჟამად საჭიროდ არ მიმაჩნია, მაგრამ თუ ისევ ასეთი უპასუხისმგებლობის გამოვლენა იქნება, როგორიც მარნეულში და თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეულ სტაბილიზაციას ჩვენივე ხელით დავანგრევთ, თუ ასეთი უპასუხისმგებლო შეკრებები გაგრძელდება, როგორიც სრულიად არ არის საჭირო ცალკეულ ადგილებზე, მაშინ დღის წესრიგში ზომების გამკაცრების აუცილებლობა დადგება. ყველას მინდა მოვუწოდო, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დაგვიდგეს“,-განაცხადა ცერცვაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა