საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი გახდება, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირებისთვის საინვესტიციო პირობების შეცვლა მოითხოვოს

საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება თბილისის საკრებულოს მიმართოს და თბილისის ქონებით მოსარგებლე პირებისთვის საინვესტიციო პირობების შეცვლა ან გაუქმება მოითხოვოს. პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით (84 მომხრე) დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, თბილისის მთავრობა უფლებამოსილი ხდება, საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმების შემდეგ, მიმართოს საკრებულოს და მოითხოვოს აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლა. ამ უფლებამოსილების გამოყენება თბილისის მუნიციპალიტეტს ეძლევა 2020 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ ან/და მიმდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, თბილისის მთავრობის შესაბამის მოთხოვნაზე საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ გატარდება საშეღავათო რეჟიმი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში ის ახალი მუხლი, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ უნდა დაემატოს, იმგვარი რედაქციით არის შემოთავაზებული, რომ მასში „საშეღავათო რეჟიმის“ თაობაზე დათქმა არ წერია.

კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია კობა ლურსმანაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა