მაია ცქიტიშვილი - ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, მოსახლეობის  ემოციებზე ითამაშოს, რაც ქვეყნისთვის საზიანოა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს მოსახლეობის ემოციებზე, რაც ქვეყნისთვის საზიანოა.

მისი თქმით, მარნეულში გუშინდელი აქცია არ იყო დამყარებული იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა.

,,გვესმის ის რეალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ექმნებათ შეზღუდვების გამო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი ან შეუმცირდა, რა თქმა უნდა, ჩვენს გლეხებს ექმნებათ პრობლემები საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მარნეულში გუშინდელი აქცია არ იყო დამყარებული იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას ჰქონდა. გარკვეულწილად ჩვენ გლეხებს აქვთ პრობლემა, მათი მოსავლის გაყიდვის იმავე ტემპით, როგორც ეს იყიდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ რესტორნების მუშაობა, ტურისტული ინდუსტრია შეჩერებულია, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი აისახება რეალიზაციის სიჩქარეზეც, ტემპებზეც და მოცულობაზეც, მაგრამ ასევე ძალიან კარგად გვესმის ყველას და დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებსაც, რომ ეს პრობლემები არის ამ გლობალური პრობლემის გამოძახილი და სწორედ იმისთვის რომ ეკონომიკა სწრაფად ავამოქმედოთ გვჭირდება შეზღუდვები, რომელსაც სამწუხაროდ მოყვება ესა თუ ის პრობლემა”,-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომლის კომენტარსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მან აღნიშნა, ეს ძალიან კარგად ესმით იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც ცდილობენ მოსახლეობის განწყობით, დაღლილობით, არსებული პრობლემებით ისარგებლონ და ამ მოსახლეობის გულწრფელი წუხილი გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დივიდენდებისთვის, რაც, მისი თქმით, ამ ვითარებაში ამორალური საქციელია.

,,ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამას აკეთებს ძალიან კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში პრობლემების და გაღიზიანების საფუძველი არის არა მთავრობის სწორი თუ არასწორი პოლიტიკა, არამედ ის გლობალური გამოწვევა, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და სწორედ ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომელიც უნდა იყოს აღქმული პოლიტიკოსების მხრიდანაც. რა თქმა უნდა, არიან ჩვენს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკოსები და ოპოზიციური პარტიების წარომადგენლები, რომლებიც ცდილობენ კონსტრუქციული ელემენტების შენარჩუნებას, გვესმის ისიც, რომ ხელისუფლების კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, მათ შორის საგანგებო ვითარების დროსაც, მაგრამ ამ დროს ასეთი ტიპის დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, ასეთი აქციების ორგანიზება და სტიმულირება არავითარ სარგებელს არ მოგვიტანს. სამწუხაროდ, ამით მოსახლეობის პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდება. ის რაც ჩვენ მარნეულში ვიხილეთ გუშინ, სამწუხაროდ, ნახეთ, რომ არავითარ სოციალური დისტანციის დაცვაზე არ იყო იქ საუბარი და მითუმეტეს კარანტინით მოცულ მუნიციპალიტეტში თუ ჩვენ გვექნება ინფიცირების დამატებითი შემთხვევები სწორედ ასეთი აქციების დროს, დამერწმუნეთ მოსახლეობას ბევრად უფრო მეტი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ის პრობლემები მოაგვაროს, რომელიც დღეს აწუხებს“,-აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ აქეზებენ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდად მოუბრუნდეს ქვეყანას.

,,ამ პერიოდის განმავლობაში, იმის გათვალისწინებით, თუ რა დინამიკით ვითარდება მოვლენები, ჩვენ უკვე საკმაო ნდობაც უნდა მოგვეპოვებინა მოსახლეობაში და მჯერა, რომ ეს ნდობა გვაქვს მოპოვებული. სწორედ ამის ასახვა არის მოსახლეობის მხრიდან ყველა ამ შეზღუდვების ზედმიწევნით შესრულება. ამ სოლიდარობის, ჩვენი ერთობლივი შრომის და თვითიზოლაციის, შეზღუდვების შესრულების შედეგი არის ის დინამიკა რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ. ამასთან, გაზრდილია შანსები იმისა, რომ ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ დავიწყოთ ჩვენი ეკონომიკის ამოქმედება და ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომლის წინაშეც ჩვენი მოსახლეობა არის. სწორედ ასეთი ერთობლივი შრომით, ზრუნვით ჩვენს ქვეყანაზე და ერთმანეთზე შევძლებთ დავამარცხოთ ეს ვირუსი და მე მოსახლეობას მოვუწოდებდი, რომ როდესაც ასეთი პროტესტის ან უკმაყოფილების გრძნობა გიჩნდებათ, ამ დროს კიდევ ერთხელ გადახედონ დაავადების დინამიკას და იმ გადაწყვეტილებებს რომელთაც ვიღებთ. ჩავრთოთ რაციონალური აზროვნება და ვნახავთ რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს ჩვენს ემოციებზე რაც არ მოგვიტანს დადებით შედეგს“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის