იტალიაში კორონავირუსით 24 საათში 464 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირების 2 646 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორნავირუსით კიდევ 464 ადამიანი გარდაიცვალა. სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 549 შეადგინა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 2 646 ადამიანი დაავადდა. იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 189 973-ს შეადგენს. აქედან 57 576 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ამჟამად მკურნალობას გადის 106 848 პირი. მათგან 2 267-მდე პაციენტის, ანუ 2%-ის მდგომარეობა მძიმეა.

იტალია, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი - მეორეზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა