თავდაცვის სამინისტრო - თენგიზ ცერცვაძემ სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობას უმაღლესი შეფასება მისცა

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესტუმრა.

როგორც "ინტერპესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი საკარანტინე ზონაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი მკურნალობის პროტოკოლს გაეცნო.

სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა სამხედრო ჰოსპიტალის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა.

"როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში არაერთი ინოვაციური მიდგომა აღმოაჩინა, მათ შორის კი განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჰოსპიტალის მიერ კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნის ინიციატივას, რომლის დანერგვასაც ის „კოვიდის“ ყველა კლინიკაში აპირებს. ​კორონავირუსის თანმდევი დაავადებების მართვის ჯგუფი თანმდევი დაავადებებით გამოწვეულ ნებისმიერი სახის გართულების პრევენციას ისახავს მიზნად. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს იქნება ახალი სიტყვა და წინგადადგმული ნაბიჯი ამ დაავადების მკურნალობაში",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა