საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს სიმონეტა სომარუგას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შვეიცარიისა და საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს კორონავირუსის გავრცელების პიკის შემდგომი გეგმები გააცნო, რომელიც ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნითა და შემზღუდველი ზომების მოხსნის გზით განხორციელდება.

"საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობისა და ბორდერიზაციის შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმ პერიოდში, როცა მსოფლიოში პანდემიის გამო საერთაშორისო კრიზისია შექმნილი, მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაცია. შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტირიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

პრეზიდენტებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ შვეიცარია საქართველოს მსგავსად პატარა ქვეყანაა, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმზე" , -ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა