სიმონეტა სომარუგა - სალომე ზურაბიშვილთან ვიდეოზარით საუბრის დროს, გაუზიარეთ ერთმანეთს ხედვა შვეიცარიის, საქართველოსა და მსოფლიოს თანამშრომლობაზე COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი სიმონეტა სომარუგა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს ქართულ ენაზე ეხმიანება.

როგორც შვეიცარიის კონფერენციის პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს, მათ ერთმანეთს "კოვიდ19"-თან დაკავშირებით ხედვები გაუზიარეს.​

"​სამწუხაროდ, ვერ შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პირადად. ვიდეო ზარით ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი ხედვა შვეიცარიის, საქართველოსა და მსოფლიოს თანამშრომლობაზე "კოვიდ-19"-ის კრიზისის დასაძლევად",- წერს სომარუგა "ტვიტერზე".

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს სიმონეტა სომარუგას ესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შვეიცარიისა და საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა