ანრი ოხანაშვილი - გარკვეული ჯგუფი განზრახ ან შეუგნებლად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს არაპროპორციულად გავუმკაცრეთ პასუხისმგებლობა ჩვენ მოქალაქეებს არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რაც არის ტყუილი!

გარკვეული ჯგუფი განზრახ ან შეუგნებლად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ამით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს არაპროპორციულად გავუმკაცრეთ პასუხისმგებლობა ჩვენ მოქალაქეებს არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ეს არის ტყუილი! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოხანაშვილის ინფორმაციით, ნორმები რაც დღეს იქნა მიღებული აწესრიგებენ სამომავლო ურთიერთობებს და სასჯელის ნაწილშიც სრულად პროპორციულია, ამ საკითხებზე კი მეტ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით!

„მეგობრებო, დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფი განზრახ ან შეუგნებლად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ამით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს არაპროპორციულად გავუმკაცრეთ პასუხისმგებლობა ჩვენ მოქალაქეებს არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ეს არის ტყუილი‼️ რეალურად: საქართველოს პრეზიდენტის მოქმედი დეკრეტის მიხედვით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლარით! იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ასევე იურიდიული პირის პასუხისმგებლობას! ეს ნორმა მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და რჩება ძალაში! მეტად არც გამკაცრდება არსებული მდგომარეობის ფარგლებში. ნორმები რაც დღეს მივიღეთ აწესრიგებენ სამომავლო ურთიერთობებს და სასჯელის ნაწილშიც სრულად პროპორციულია, ამ საკითხებზე კი მეტ ინფორმაციას ხვალ მოგაწვდით!“, - წერს ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტში განუმარტეს, საგანგებო და საკარანტინო რეჟიმის წესების განმეორებითი დარღვევისთვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა - ექვსი წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ამ დროისთვის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე არ ვრცელდება. მათი ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში პრეზიდენტის დეკრეტი მოქმედებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს