თენგიზ ცერცვაძე - მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია

მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობა ერთამანეთს გვერდით უნდა დაუდგეს, რათა მივაღწიოთ, რომ ეპიდემიას არ ჰქონდეს აღმავალი მიმართულება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი აღნიშნულს მივაღწევთ, მაშინ სიტუაცია შეიქმნება ისეთი, როცა დაავადება იარსებებს, თუმცა ფართო გავრცელების რისკებს არ შექმნის.

„მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდზე, ჩავჭიდოთ ხელები, მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემიას არ ჰქონდეს აღმავალი მიმართულება“,- განაცხადა ცერცვაძემ „მოამბეში“.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა. 425 ადამიანიდან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო