ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტო, ერთხელ მაინც გაბედეთ და ვეტო დაადეთ „ოცნების“ დრაკონულ კანონს, ერთხელ მაინც დადექით ხალხის მხარეს

პრეზიდენტო, ერთხელ მაინც გაბედეთ და ვეტო დაადეთ "ოცნების" დრაკონულ კანონს, ერთხელ მაინც დადექით ხალხის მხარეს ,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პარლამენტმა კონსტიტუციას გადაუხვია და საგანგებო მდგომარეობის მართვა და შეზღუდვების დაწესება მთლიანად მთავრობას მიანდო.

,,საქართველოს სამარცხვინო პარლამენტმა ვერ გაბედა მთავრობისთვის მკაცრად მოეთხოვა ანგარიშის ჩაბარება გასულ ერთ თვეზე და ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა დაევალდებულებინა, სამაგიეროდ, გაბედა და დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც 6 წლამდე პატიმრობით სჯის საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევას. ამით ხელისუფლება ღიად გვეუბნება, რომ ის ვერ გვთავაზობს უმწვავესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებას და მხოლოდ ძალის გამოყენების იმედად აპირებს კრიზისის მართვას“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, თუკი საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გამკაცრებული ღონისძიებები ძალაში შევა, "ლელო საქართველოსთვის" ყველა ინსტანციას მიმართავს საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც კანონის გასაუქმებლად.

„პარლამენტმა ჯერ კონსტიტუციას გადაუხვია და საგანგებო მდგომარეობის მართვა და შეზღუდვების დაწესება მთლიანად მთავრობას მიანდო, მერე ისე გააგრძელა საგანგებო მდგომარეობის ვადა, არც მთავრობის ანგარიში მოუსმენია და არც მთავრობის ანტიკრიზისული სამოქმედო კონკრეტული გეგმა უნახავს, ვერც გაბედა ამის მოთხოვნა! საგანგებო სესიის დროს პარლამენტს ერთი მოსმენაც კი არ გაუმართავს იმის გასაგებად, როგორ უმკლავდებიან საქართველოს მოქალაქეები ამ უმძიმეს ვითარებაში ყოველდღიურ გამოწვევებს, როგორ გააქვთ თავი შეზღუდვიდან შეზღუდვამდე და მთავრობა რას აკეთებს მათი ტვირთის შესამსუბუქებლად. პარლამენტს არც მთავრობის დადგენილებების უსამართლო და შერჩევით აღსრულებაზე ამოუღია ხმა. სამაგიეროდ დღეს, დაჩქარებული წესით, საზოგადოებრივი განხილვისგან ფაქტობრივად მალულად, მთავარი ცვლილების მეორე მოსმენაზე ჩატარებით, უკიდურესად უსამართლო კანონს დაუჭირა მხარი. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს,ერთხელ მაინც გაბედეთ და ვეტო დაადეთ "ოცნების" დრაკონულ კანონს,ერთხელ მაინც დადექით ხალხის მხარეს. ამ დრაკონული კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მის გასაუქმებლად "ლელო საქართველოსთვის" ყველა ინსტანციას მიმართავს საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც’’,- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი, რომლის კომენტარსაც „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო