აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსით გამოწვეული შედეგების დასაძლევად 484 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის 484 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 388 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი - 5 წავიდა.

აღნიშნული თანხიდან 321 მილიარდი აშშ დოლარი მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამას მოხმარდება, 60 მილიარდი - საგანგებო სესხის პროგრამას, რომელიც ასევე მცირე ბიზნესისკენ იქნება მიმართული, 75 მილიარდი - საავადმყოფოებს, 25 მილიარდი კი-კორონავირუსზე ტესტირების პროგრამას.

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტი ორი დღის წინ აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა. პაკეტი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსით გამოწვეული შედეგების დასაძლევად 484 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა