მაია ცქიტიშვილი BBC-ის რადიოინტერვიუში - კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება

საქართველოს წარმატების მიზეზი ადრეული და გადამწყვეტი ქმედებებია. ჩვენ ზედმიწევნით ვითვალისწინებდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ეპიდემიოლოგების რჩევებსა და რეკომენდაციებს. 22 იანვრიდან საკმაოდ მკაცრი წესები განისაზღვრა ქვეყანაში ყველა ჩამომსვლელის თერმოსკრინინგისთვის და ცხელ წერტილებად მიჩნეული ქვეყნებიდან ჩამოფრენილი მგზავრების შემოწმებისთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა BBC-ის რადიოს გადაცემა NEWSDAY -ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ, არსებული მდგომარეობის მიღწევა, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პასუხისმგებლობით შეძლო.

„თავიდანვე ძალიან კარგი კომუნიკაცია გვქონდა. გვესმოდა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. არცერთ მთავრობას ძალუძს ამ გამოწვევის მარტო მოგვარება და ქვეყნის მოქალაქეებთან თავიდანვე მკაფიო კომუნიკაციას ვაწარმოებდით. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და განვაცხადო, რომ ჩვენი მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა საკითხს“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით BBC-ის რადიოს შეკითხვის საპასუხოდ ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე უკვე მუშაობს, თუმცა ვაქცინის ან მედიკამენტის არსებობამდე, შესაბამისი ნაბიჯები, სიფრთხილით უნდა გადაიდგას.

„უპირველეს ყოვლისა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შემსუბუქებისას, რადგან ძალიან დიდი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს. უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა. ის გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა