მაია ცქიტიშვილი BBC-ის რადიოინტერვიუში - ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა ვაქცინის შექმნამდე, უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა

საქართველოს მთავრობა, კორონავირუსთან ბრძოლასთან ერთად, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს“, -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა BBC-ის რადიოგადაცემის „NEWSDAY“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის გეგმა დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას გულისხმობს.

„მარტის ბოლოდან ამოქმედდა შეზღუდვები და ხალხს სახლში დარჩენისკენ მოვუწოდეთ. ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, კორონავირუსს ვებრძვით და მეორე მხრივ, ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ვცდილობთ. უკვე დავიწყეთ ეკონომიკური საქმიანობის განახლების გეგმაზე მუშაობა. ის გულისხმობს ზოგიერთი, დაბალი რისკის მქონე ეკონომიკური სუბიექტების ეტაპობრივ გახსნას. ტესტირებაც ძალიან მნიშვნელოვან და ქმედით ინსტრუმენტად დარჩება ვირუსის გავრცელების კონტროლის საქმეში, თუმცა სოციალური დისტანცირების ზომები ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით BBC-ის რადიოს ჟურნალისტის ლორენს პოლადის შეკითხვის საპასუხოდ, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ვაქცინის ან მედიკამენტის არსებობამდე, შესაბამისი ნაბიჯები, სიფრთხილით უნდა გადაიდგას.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შეზღუდვების შემსუბუქებისას, რადგან ძალიან დიდი ცდუნება ჩნდება ინფიცირების მაჩვენებლების კლების ფონზე. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ზედმიწევნით დავიცვათ სოციალური დისტანცირების წესები. მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა სანამ ვაქცინა ან წამალი იარსებებს. უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს