საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად რთულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დამხარებას განაგრძობენ

საქართველოს საელჩოებმა აზერბაიჯანში, თურქეთსა და ლატვიაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს და მათ სამშობლოში დაბრუნებას ხელი შეუწყვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები COVID-19-ის გავრცელების შედეგად რთულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დამხარებას განაგრძობენ.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველს საელჩოს ძალისხმევით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, 50-მდე ოჯახს, საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების ამანათი გადაეცა.

„აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს და ქ. განჯაში გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს 100-მდე მოქალაქე, უახლოეს მომავალში, სახმელეთო გზით სამშობლოში გამოემგზავრება. თურქეთში საქართველოს საელჩომ ასევე საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეები. საელჩო მედიკამენტებით 170-ზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საკვები პროდუქტებითა და თავშესაფრით დახმარება გაეწია საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, სამშობლოში დაბრუნების პროცესში, საელჩოს პირადი სახსრებით უზრუნველყვეს ტრანსპორტით.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ, ვინც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში საქართველოში გამომგზავრებას გეგმავს. მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების მიზნით, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმის სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა