დონალდ ტრამპი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კორონავირუსის დამარცხება შესაძლებელია სადეზინფექციო საშუალების ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შესაძლოა, ვირუსი შეაკავოს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სადეზინფექციო საშუალება ვირუსს ერთ წუთში ანადგურებს, ერთ წუთში. არის რამე გზა, რომ მაგალითად სადეზინფექციო ხსნარი შევიყვანოთ ორგანიზმში?...რატომ არ იქნებოდა ამის ცდა საინტერესო?“-აღნიშნა ტრამპმა.

მან ექიმებს მკურნალობის სხვა მეთოდიც შესთავაზა. მისი თქმით, სამკურნალოდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასხივება.

„გთავაზობთ სხეული დავასხივოთ ულტრაიისფერი ან უბრალოდ რაიმე ძლიერი სინათლით“,-აღნიშნა პრეზიდენტმა და ექიმ დებორა ბრიქსს, რომელიც ბრიფინგს ესწრებოდა მოუწოდა, აღნიშნული მეთოდი გამოსცადოს.

„ვფიქრობ, ეს უნდა სცადოთ. საინტერესოა“,-დასძინა ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო