მაიკ პომპეო - ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია და მას მოუწევს ამასთან დაკავშირებული ფასის გადახდა

ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია, ბევრი სიცოცხლის დაკარგვა და ახლა მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი ჩინეთის „კომუნისტური პარტიის“ მხრიდან სრულ გამჭვირვალობას ჯერ კიდევ ვერ ხედავს.

„მე ჯერ კიდევ შეშფოთებული ვარ, რომ არის რაღაცეები, რაც არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით ისტორია და ვერ ვგზავნით ჩვენს ჯგუფს ადგილზე, რომ გააკეთოს ის სამუშაო, რაც აუცილებელია. ეს არის მიმდინარე გამოწვევა და აშკარაა, რომ ჩინეთის „კომუნისტურმა პარტიამ“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვერ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები. ჩინეთს მოუწევს ამასთან დაკავშირებული ფასის გადახდა“,-დასძინა პომპეომ.

ცნობისთვის, ჩინეთი კორონავირუსის შესახებ რეალური ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დაადანაშაულეს აშშ-ის ლიდერებმა. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინს რეალური ინფორმაცია რომ მიეწოდებინა მსოფლიოსთვის, ქვეყნები აღნიშნულ გამოწვევას უფრო მომზადებულნი შეხვდებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: მაიკ პომპეო - ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია და მას მოუწევს ამასთან დაკავშირებული ფასის გადახდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს