ანრი ოხანაშვილი - საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს, რომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა დამრღვევს შეიძლება დააკისრონ მინიმუმ ერთი დღით და მაქსიმუმ 6 წლით პატიმრობა

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს, რომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა პირს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია დააკისრონ ერთი დღით, ან ერთი თვით, ან ერთი წლით, ან მაქსიმუმ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ავტომატურად 6 წლის შეფარდება მოხდება, არის ტყუილი. ამასთან ოხანაშვილის განმარტებით, მიღებული რეგულაცია დღეს, საგანგებო მდგომარეობის არსებულ სიტუაციაში არ გამოიყენება. მისივე თქმით, დღეს მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც მაქსიმუმ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების" გუნდის მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს არის „ქართული ოცნების" გუნდის ვალდებულება. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება ხელმძღვანელობს ჩვენი ადამიანების, მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრინციპით. ჩვენ ამ ვალდებულებას ვერ გავექცევით. ვაცნობიერებთ რა ამ ვალდებულებას, ვიღებთ ზომებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის. ჩვენ მიერ მიღებული რეგულაცია დღეს, საგანგებო მდგომარეობის არსებულ სიტუაციაში არ გამოიყენება. დღეს მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმუმ თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით," - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ხელმეორედ დარღვევა (მათ შორის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს წესი საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია), ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით, თუ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო