ლევან რატიანის ინფორმაციით, უახლოეს საათებში კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15-მდე პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 104 პაციენტი იმყოფება, კოვიდინფიცირებული კი მათგან არის 86.

„დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით განმეორებით 13-ს. ალბათ, უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.

ამასთან, როგორც რატიანმა აღნიშნა, ექიმები ერთი გუნდი არიან.

"ჩვენ, ექიმები, ერთი გუნდი ვართ და ამას ხვალ ყველას დავუმტკიცებთ", - აღნიშნა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო: საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 15-მდე პაციენტი დატოვებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს