დონალდ ტრამპი CNN-სა და Washington Post-ს - მე აშშ-ის პრეზიდენტი ვარ, თქვენ კი ყალბი ახალი ამბების სააგენტო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს CNN-სა და Washington Post-ს ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში დასდო ბრალი. ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შესახებ კითხვის დასმის საშუალება არ მისცა და განუცხადა, რომ ისინი სიმართლეს არ წერენ და CNN ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ტყუილია, რის გავრცელებაშიც წვლილი CNN-ს მიუძღვის. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსთან დაკავშირებით Washington Post-ის ჟურნალისტის დასმულმა შეკითხვამაც გააღიზიანა.

„შეწყვიტეთ მსგავსი პროვოკაციული შეკითხვების დასმა. მე აშშ-ის პრეზიდენტი ვარ, თქვენ კი ყალბი ახალი ამბების სააგენტო“ - განაცხადა მან.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა ბრიფინგის დროს CNN-სა და Washington Post-ს ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში დასდო ბრალი

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო