ირაკლი აბესაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ასეთი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება დაუსაბუთებელია

„ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ასეთი მკაცრი სიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება დაუსაბუთებელია.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, ასეთი სასჯელის შემოღება მითუმეტეს მცდარია „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, როდესაც, მისივე თქმით, ყოველდღე ვხედავთ შერჩევით სამართალს.

„დაუსაბუთებული და ნაჩქარევია ასეთი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება, როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის შესაძლებელია ადამიანებს დაეკისროთ 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ეს ამოქმედდება უკვე 2020 წლის 2 მაისიდან. ასეთი მძიმე სასჯელი, მითუმეტეს მიუღებელი და მცდარია „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ შერჩევით მართლმსაჯულებას და შერჩევით კანონის აღსრულებას, მაგალითად, როდესაც ოჯახის წევრებს, თუ ისინი სამზე მეტნი არიან, არ აქვთ უფლება, ქუჩაში ერთად გადაადგილდნენ, თუმცა ათასობით ადამიანს აქვს უფლება, შეიკრიბოს გარკვეულ რელიგიურ რიტუალებზე, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანებს აკრძალული აქვთ მანქანით გადაადგილება და მნიშვნელოვნად გაურთულდათ მათ ცხოვრება. თუმცა ათასობით გაუგებარ ადამიანს აქვს იმავდროულად საშვი მიცემული და თავისუფლად გადაადგილდებიან მანქანებით”, - განაცხადა აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო