თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ჩატარებული კვლევის შედეგად, 26 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას განცხადებით, ჩატარებული 30 კვლევიდან 26 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 4 პაციენტის ანალიზის კვლევა გრძელდება და მათი პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„ამჟამად კლინიკაში 54 პაციენტი იმყოფება. გუშინ კვლევა 30 პაციენტზე ჩატარდა და მათგან 26 უარყოფითი პასუხია მიღებული. 4 შემთხვევაზე კვლევა გრძელდება და მათი პასუხი დღეს იქნება ცნობილი. დაწყებულია პაციენტების კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში გადაყვანა. ღამით 5 პაციენტი გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი პაციენტები დღის განმავლობაში გადავლენ. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ბოლო 4 დღეა, ჩვენს კლინიკაში კორონავირუსზე დადებითი პასუხი არცერთ პაციენტს აქვს“,- განაცხადა ბექაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა