რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი - 39 ინფიცირებული პაციენტიდან ორის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკას დღეს ახალი პაციენტები არ დამატებია.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 63 პაციენტი, საიდანაც 39 არის კოვიდინფიცირებული. გვყავდა 40 კოვიდდაინფიცირებული პაციენტი და ერთი გამოჯანმრთელდა. ასევე, გაგზავნილია რეტესტირებაზე ერთი პაციენტის პასუხი და ველოდებით. 39 ინფიცირებული პაციენტიდან ორის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო, დანარჩენების მდგომარეობა არის სტაბილური. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება. ახალი პაციენტი არ გვყავს. ველოდებით 13 ტესტის პასუხს სტაციონარიდან და 9 ტესტის პასუხს საკარანტინე ზონებიდან“, - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა