გიორგი გახარია - ამოქმედდება დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმი - როგორც კი მეწარმეს პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, ყველანაირი ბარიერის გარეშე, მას დაუბრუნდება დღგ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავომატური დაბრუნების მექანიზმი. როგორც პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, გარდა ამისა, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.

გახარიამ განმარტა, რომ ეს ეხება კრიზიულ პერიოდს, არის კრიზისში მეწარმეების დახმარების გეგმა და ეს არ წარმოადგენს ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზიული გეგმას.

„მეწარმეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: პირველი გახლავთ ის, რომ ამოქმედდება დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ როგორც კი მეწარმეს პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერებისა და მოთხოვნის გარეშე, მას დაუბრუნდება დღგ. ამასთან ერთად, გარდა ამ მექანიზმის ამუშავებისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყეტილება, რომ მომავალი 1 წლის განამვლობაში ბიუჯეტიდან დამატებითი 600 მილიონი ლარი დაბრუნებული იქნება დღგ-ს სახით. ამ ორ ღონისძიებას ერთად აქვს კრიტიკული მნიშვნელობა კომპანიებში და მეწარმეებისთვის ლიკვიდურობის შენარჩუნებს თვალსაზრისით”, - განაცხადა გახარიამ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო