გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვების პირველი და მეორე ეტაპის მოხსნა ეხება ძირითადად ღია სივრცესთან დაკავშირებულ საქმიანობებს.

„შეზღუდვების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, იქნება ორი კვირის შემდეგ, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით. ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. ეს არის მეორე ეტაპი და ფაქტობრივად, პირველი, მეორე, მესამე ეტაპი ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომლებიც ღია სივრცესთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო