გიორგი გახარია - 30 ათას ლარამდე იზრდება სოფლად მცხოვრები იმ პირების დაფინანსება, ვინც მცირე ბიზნესის წარმოებას აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიკრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 30 ათას ლარამდე იზრდება სოფლად მცხოვრები იმ პირების დაფინანსება, ვინც მცირე ბიზნესის წარმოებას აპირებს.

როგორც ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გახარიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება იმისთვის, რომ ადგილობრივი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ფერმერების როლიც ბევრად აშკარაა.

„ზრუნვა სოფლის მეურნეობაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი კომპონენტი გახლავთ. ეს გახლავთ ის ნაწილი, რომლის მნიშვნელობაც დღეს კიდევ უფრო დიდია. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ფერმერს, რადგან მათი ფუნქცია და როლი დღეს აშკარად გამოჩნდა. თუნდაც იმ ნაწილში, რომ მათ დააკმაყოფილონ ქვეყანაში გენერირებლი მოთხოვნა, ელემენტარულ სასურსათო პროდუქტებზე, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი მეზობელი პროტექციონალურად უკვე კი არ იცავს ბაზარს, არამედ იცავს თავის ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტებს. ამიტომ ჩვენთვის ადგილობრივი წარმოების განვითარება, იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება. მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. ის დაიწყო, თუ არა ვცდები, 5 ათასი ლარიდან და შემდგომ გახდა 15-20 ათასი ლარი. დღეს, ჩვენ გადავწყვიტეთ ეს ზღვარი აგვეწია 30 ათას ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობა გაგვეზარდა 40 მლნ-მდე. ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს მცირე ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მას პირდაპირ გრანტის სახით ფინანსური რესურსით ვეხმარებით. პირველ რიგში, იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ უკვე შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სახელმწიფომ 50 მლნ ლარი გამოყო.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებებში უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, უბრალოდ სასურსათო ბაზის შექმნა და სოფლის მეურნეობის სამნისტროს ინიციატივით, სახელმწიფომ გამოყო 50 მლნ ლარი. ამ პროდუქტთ შეძლებს სარგებლობას 5 ათასი ფერმერი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მქონე და ამავე დროს, სოფლის მეურნეობა და ერთწლოვანი კულტურები მაღალი ეკონომკური რისკის შემცელია“,- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა